Friday, November 29, 2013

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:

ზოგადი კითხვა:   როგორ გვეხმარება ლიტერატურა ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში?
თემატური კითხვები: რა არის თავისუფლება? რას ნიშნავს პიროვნული თავისუფლება? რა არის ადამიანობის არსი? ვინ            შეიძლება ჩაითვალოს მოყვასად? რისთვის ღირს თავგანწირვა? როდის არ უნდა   დაემორჩილო ბრძანებას? როდის არ უნდა თქვა უარი საკუთარ მისწრაფებებზე?
შინაარსობლივი კითხვები:რა არის პატრიოტიზმი? რა არის ალუზია? რაზე მიგვანიშნებს ოთარ ჭილაძის პოემაში  გამოყენებული ალუზია?  უჭირს თუ არა მთავარ გმირს სიკვდილი? რატომ   კვდება იგი? ამართლებთ თუ არა მის საქციელს? ადამიანური ხასიათის   რომელი მხარეებია წამოწეული პოემაში? რა არის ალეგორია?   ვინ არის თოლია ჯონათან ლივინგსტონი?  ალეგორიულად როგორი ადამიანის სახეა იგი? რატომ არ ემორჩილება   ჯონათანი მამას? რისკენ მიისწრაფვის იგი? როგორია გუნდის განაჩენი?  როგორ იღუპება თოლია? როგორია სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ  ჯონათანისათვის? რატომ სურს მას კვლავ დაბრუნება დედამიწაზე?

No comments:

Post a Comment