Saturday, December 14, 2013

მეცხრე დღის რეფლექსია

კარგი დღე იყო. მოსავლის აღება ყოველთვის სასიამოვნოა.
მოვისმინე საინტერესო პრეზენტაციები.
ავტვირთეთ პორტფოლიო ბლოგზე, ბევრი საინტერესო მასალა გავიარეთ. დიდი მადლობა intel-ს და ნინო მასწს.
ყველას გისურვებთ შემდგომ წარმატებებს!

Sunday, December 8, 2013

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. შევადგინეთ კვლევის კითხვარი , რომელიც განვათავსეთ ბლოგზე. მონაწილეობა მივიღეთ მეგობართა კვლევებში, ვისწავლეთ როგორ ვნახოთ კვლევის პასუხები და რეიტინგები; ვისწავლეთ ბმულების გაკეთება პრეზენტაციაზე.
მადლობა ყველაფრისათვის!

Saturday, December 7, 2013

მეშვიდე დღის რეფლექსია

საინტერესო დღე იყო: შევქმენით სუსტი მოსწავლისათვის ბუკლეტი (დამხმარე შაბლონი);
ვისწავლეთ ბლოგის დიზაინზე მუშაობა(ბლოგის ფონის , ფერის, ფორმის; წარწერების ფერის ზომისა და ფორმის შეცვლა),  სხვადასხვა ტიპის გაჯეტის დამატება.

Saturday, November 30, 2013

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ საავტორო უფლებების დაცვაზე,
ვნახეთ რესურსებში მოსწავლეთა ნამუშევრების ნიმუშები და ჩვენც ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე, შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
საინტერესო იყო, მადლობა.

Friday, November 29, 2013

პორტფოლიოს პრეზენტაცია

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:

ზოგადი კითხვა:   როგორ გვეხმარება ლიტერატურა ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში?
თემატური კითხვები: რა არის თავისუფლება? რას ნიშნავს პიროვნული თავისუფლება? რა არის ადამიანობის არსი? ვინ            შეიძლება ჩაითვალოს მოყვასად? რისთვის ღირს თავგანწირვა? როდის არ უნდა   დაემორჩილო ბრძანებას? როდის არ უნდა თქვა უარი საკუთარ მისწრაფებებზე?
შინაარსობლივი კითხვები:რა არის პატრიოტიზმი? რა არის ალუზია? რაზე მიგვანიშნებს ოთარ ჭილაძის პოემაში  გამოყენებული ალუზია?  უჭირს თუ არა მთავარ გმირს სიკვდილი? რატომ   კვდება იგი? ამართლებთ თუ არა მის საქციელს? ადამიანური ხასიათის   რომელი მხარეებია წამოწეული პოემაში? რა არის ალეგორია?   ვინ არის თოლია ჯონათან ლივინგსტონი?  ალეგორიულად როგორი ადამიანის სახეა იგი? რატომ არ ემორჩილება   ჯონათანი მამას? რისკენ მიისწრაფვის იგი? როგორია გუნდის განაჩენი?  როგორ იღუპება თოლია? როგორია სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ  ჯონათანისათვის? რატომ სურს მას კვლავ დაბრუნება დედამიწაზე?

Sunday, November 24, 2013

მე-4 დღის რეფლექსია

დღე დავიწყეთ ერთმანეთის  საკვანძო კითხვების განხილვით, რაც საკმაოდ საინტერესო იყო.  გავეცანით შეფასებების სქემებს. შევქმენით შეფასების საშუალებები, ინსტრუმენტები, რაც დაგვეხმარება მოსწავლეთა საჭიროებების დადგენასა და უკვე შექმნილი პროდუქტების შეფასებაში.
შევქმენით პორთფოლიოს პრეზენტაცია. მადლობა!