Saturday, December 14, 2013

მეცხრე დღის რეფლექსია

კარგი დღე იყო. მოსავლის აღება ყოველთვის სასიამოვნოა.
მოვისმინე საინტერესო პრეზენტაციები.
ავტვირთეთ პორტფოლიო ბლოგზე, ბევრი საინტერესო მასალა გავიარეთ. დიდი მადლობა intel-ს და ნინო მასწს.
ყველას გისურვებთ შემდგომ წარმატებებს!

Sunday, December 8, 2013

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. შევადგინეთ კვლევის კითხვარი , რომელიც განვათავსეთ ბლოგზე. მონაწილეობა მივიღეთ მეგობართა კვლევებში, ვისწავლეთ როგორ ვნახოთ კვლევის პასუხები და რეიტინგები; ვისწავლეთ ბმულების გაკეთება პრეზენტაციაზე.
მადლობა ყველაფრისათვის!

Saturday, December 7, 2013

მეშვიდე დღის რეფლექსია

საინტერესო დღე იყო: შევქმენით სუსტი მოსწავლისათვის ბუკლეტი (დამხმარე შაბლონი);
ვისწავლეთ ბლოგის დიზაინზე მუშაობა(ბლოგის ფონის , ფერის, ფორმის; წარწერების ფერის ზომისა და ფორმის შეცვლა),  სხვადასხვა ტიპის გაჯეტის დამატება.