Saturday, November 30, 2013

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ საავტორო უფლებების დაცვაზე,
ვნახეთ რესურსებში მოსწავლეთა ნამუშევრების ნიმუშები და ჩვენც ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე, შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
საინტერესო იყო, მადლობა.

Friday, November 29, 2013

პორტფოლიოს პრეზენტაცია

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:

ზოგადი კითხვა:   როგორ გვეხმარება ლიტერატურა ჩვენი თავის უკეთ შეცნობაში?
თემატური კითხვები: რა არის თავისუფლება? რას ნიშნავს პიროვნული თავისუფლება? რა არის ადამიანობის არსი? ვინ            შეიძლება ჩაითვალოს მოყვასად? რისთვის ღირს თავგანწირვა? როდის არ უნდა   დაემორჩილო ბრძანებას? როდის არ უნდა თქვა უარი საკუთარ მისწრაფებებზე?
შინაარსობლივი კითხვები:რა არის პატრიოტიზმი? რა არის ალუზია? რაზე მიგვანიშნებს ოთარ ჭილაძის პოემაში  გამოყენებული ალუზია?  უჭირს თუ არა მთავარ გმირს სიკვდილი? რატომ   კვდება იგი? ამართლებთ თუ არა მის საქციელს? ადამიანური ხასიათის   რომელი მხარეებია წამოწეული პოემაში? რა არის ალეგორია?   ვინ არის თოლია ჯონათან ლივინგსტონი?  ალეგორიულად როგორი ადამიანის სახეა იგი? რატომ არ ემორჩილება   ჯონათანი მამას? რისკენ მიისწრაფვის იგი? როგორია გუნდის განაჩენი?  როგორ იღუპება თოლია? როგორია სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ  ჯონათანისათვის? რატომ სურს მას კვლავ დაბრუნება დედამიწაზე?

Sunday, November 24, 2013

მე-4 დღის რეფლექსია

დღე დავიწყეთ ერთმანეთის  საკვანძო კითხვების განხილვით, რაც საკმაოდ საინტერესო იყო.  გავეცანით შეფასებების სქემებს. შევქმენით შეფასების საშუალებები, ინსტრუმენტები, რაც დაგვეხმარება მოსწავლეთა საჭიროებების დადგენასა და უკვე შექმნილი პროდუქტების შეფასებაში.
შევქმენით პორთფოლიოს პრეზენტაცია. მადლობა!

Saturday, November 23, 2013

მე3 დღის რეფლექსია

საინტერესო დღე იყო.
 ვისწავლეთ როგორ ვიმუშაოთ მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრაზე;
 როგორ ჩამოვაყალიბოთ ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი კითხვები.
 google drive -ზე ავტვირთეთ  და გავაზიარეთ ფაილები.
 მადლობა დღევანდელი დღისათვის!
შეგეწიოთ წმინდა გიორგი, დაესწარით მრავალ გიორგობას!

Sunday, November 17, 2013

II დღის რეფლექსია

საინტერესო იყო პუბლიკაციაზე მუშაობა.
ვისწავლეთ ბროშურის დიზაინსა და ორგანიზებაზე მუშაობა.
 საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მივიღე, თუმცა განწყობა არ მქონდა შესაბამისი, ამიტომ, ვფიქრობ,მომიწევს განმტკიცებაზე მუშაობა.

Saturday, November 16, 2013

საპროექტო იდეა

საკუთარი თავის ძიებაში

I დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო. ვფიქრობ, ამ კურსის გავლის შემდეგ შევძლებ ორგანიზებული პროექტის შექმნას, მოსწავლეების ჩართვას. განსაკუთრებით მომეწონა ორგანიზებული პორტფოლიოს შექმნის იდეა. საინტერესო იყო უკვე შექმნილი პროდუქტების გაცნობა, მიმაჩნია,მოცემული მასალა დამეხმარება ჩემი პროექტის შექმნაში.
 ვისურვებდი, სკოლებში გაუმჯობესდეს გარემო ამგვარ პროექტებზე სამუშაოდ.
ამგვარი შრომა, რომელიც მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს, ენერგიასა და კომპეტენციას იყოს სათანადოდ დაფასებული.